საქართველოში არ შემოუშვეს ჩეხი ჟურნალისტი – სახელმწიფო უწყებები კომენტარს არ აკეთებენ

22 ოქტომბრის საღამოს, საქართველოში არ შემოუშვეს ჩეხი ჟურნალისტი რეი ბეისლი – ინფორმაცია მან X-ზე (ყოფილი ტვიტერი) თავად გაავრცელა საღამოს 8 საათისთვის. ამ პოსტში რეი წერდა, რომ საღამოს 8-ის ნახევრისთვის მას საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს ყველანაირი დასაბუთების გარეშე და ითხოვდა დახმარებას. დოკუმენტში, რომელიც მან გამოაქვეყნა, უარის მიზეზად მითითებულია ყველაზე ზოგადი პუნქტი: “არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს.”
ამ ტვიტის გამოქვეყნების შემდეგ რეიმ მეგობრებს საქართველოში მისწერა, რომ მესაზღვრეები ტელეფონსაც ართმევდნენ. ამის შემდეგ მასთან კონტაქტი წყდება. მისმა მეგობარმა მარია კაპლინამ გვიან ღამით პრაღიდან დაწერა X-ზე, რომ რეის ჩამოართვეს ყველა პირადი ნივთი. მეგობრებისა და ახლობლებისთვის უცნობია მისი ამჟამინდელი ადგილსამყოფელი – მედიის, მათ შორის არც რადიო თავისუფლების კითხვებს არ პასუხობს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც საზღვრის კონტროლზე პასუხისმგებელი ორგანოა.
23 წლის რეი ბეისლი ევროკავშირის მოქალაქეა. ის არაერთხელ იმყოფებოდა როგორც ში, ისე საქართველოში. ბოლოს ის საქართველოში ხანგრძლივად იყო ჩამოსული 2024 წლის გაზაფხულზე, “აგენტების კანონის” საწინააღმდეგო გამოსვლების დროს.
ევროკავშირის მოქალაქის საქართველოში არშემოშვების ფაქტზე ინფორმირებულია ჩეხეთის საელჩოც – როგორც საელჩოში გვითხრეს, მათ ამ დროისთვის არ აქვთ ზუსტი ინფორმაცია რეის ადგილსამყოფელზე, თუმცა ვარაუდობენ, რომ ის კვლავ თბილისის აეროპორტში უნდა იყოს შეყოვნებული და აქვთ ეჭვი, რომ მისი საზღვარზე არშემოშვება შეიძლება დაკავშირებული იყოს 2024 წლის გაზაფხულზე საპროტესტო აქციებში ჟურნალისტის სტატუსით მონაწილეობასთან. რეის, სავარაუდოდ, უკან, ში პირველივე პირდაპირი რეისით დააბრუნებენ – “ჯორჯიან ვინგს” უახლესი ფრენა 26 ოქტომბერს აქვს დაგეგმილი. ის პრაღიდან თბილისში სწორედ ამ ავიაკომპანიის პირდაპირი რეისით ჩამოვიდა.
ჩეხეთის საელჩოში ამბობენ, რომ რეი ბეისლის შემთხვევა პირველია, როცა ჩეხ ჟურნალისტს არ მიეცა საქართველოში შემოსვლის უფლება, მაგრამ იხსენებენ ფაქტს, როცა საქართველოს საზღვრიდან ასევე უკან გააბრუნეს დანიელი ჟურნალისტი.
საქართველოში შემოსვლის პრობლემებზე ს უკრაინაში შეჭრის შემდეგ ხშირად საუბრობდნენ რუსი და ბელარუსი ჟურნალისტები. ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან მომავალი ჟურნალისტების საზღვრიდან გაბრუნება შედარებით ახალი ტენდენციაა.

ასევე დაგაინტერესებთ

ტომას ვეიცი – საქართველოს პრემიერი ამბობს, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვა უნდა, ამაზე მეტი ავტორიტარული ქცევის მტკიცებულება რა გსურთ – ეს არ არის ლეგიტიმური ხელისუფლება და ისინი ქვეყანას ევროკავშირს სანტიმეტრითაც ვერ დაუახლოებენ