საქართველოს 21 წლამდე ნაკრების სავარაუდო მეტოქეები ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში ცნობილია

ევრო 2025-ის პლეი-ოფში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შესაძლო მეტოქეები ცნობილია.
რამაზ სვანაძის გუნდმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ბოლო მატჩში ქუთაისში ჩრდილოეთ მაკედონია დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.
საქართველომ ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე მეორე ადგილი დაიკავა და პლეი-ოფში ითამაშებს.
პლეი-ოფის წილისყრა 17 ოქტომბერს გაიმართება, ორმატჩიანი დაპირისპირებები 11 და 19 ნოემბერს შედგება. საქართველოს ნაკრების სავარაუდო მეტოქეები ბელგია, ხორვატია, ჩეხეთი, ფინეთი და ნორვეგია არიან.
1tv.ge