საქართველოს 18 წლამდე ვაჟთა ნაკრებმა რუმინეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. ნიკა ცინცაძის, ლევან ტყეშელაშვილისა და საბა ჯაყელის გაწვრთნილმა გუნდმა უკრაინის ნაკრები 93:72 დაამარცხა და ჯგუფიდან გასვლის შანსი შეინარჩუნა.
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი წარუმატებლად დაიწყო. დაძაბულ ბრძოლაში დათმო საწყისი 2 მატჩი – ჯერ პორტუგალიასთან 61:65, შემდეგ კი დანიასთან – 83:85. ამ გუნდებმა შემდეგ კიდევ მოიგეს თამაშები და ჯგუფიდან გასვლის მთავარ კანდიდატებად იქცნენ, საქართველო, კი აზერბაიჯანი დაამარცხა და დღეს, ძალიან პრინციპულ მატჩში უკრაინას დაუპირისპირდა.
ჩვენს გუნდს რომ წაეგო ჯგუფიდან გასვლის შანსს კარგავდა, ასე კი გაიმარჯვა და პლეი ოფში რომ გავიდეს, ერთადერთი ვარიანტია: ბლო ტურში საქართველომ მასპინძელ რუმინეთს უნდა მოუგოს, ხოლო პორტუგალიამ უკრაინასთან შეხვედრა უნდა დათმოს. ასე თუ მოხდა, 3 გუნდი – საქართველო, რუმინეთი და პორტუგალია თანაბარ ქულებს აგროვებენ და ყველაფერს ამ გუნდებს შორის ურთიერთშეხვედრებში ჩაგდებული ბურთები გადაწყვეტს. საქართველოს პორტუგალიასთან 4 ქულა აქვს წაგებული და გააჩნია, რუმინეთს რამდენი ქულის აჯობებს. ეს ყველაფერი, ცხადია, იმის გათვალისწინებით დაიანგარიშდა, რომ ბოლო ტურში დანია აშკარა აუტსაიდერ აზერბაიჯანს მოუგებს.
რაც შეეხება უკრაინასთან მოგებულ მატჩს, ყველაფერი ბოლო პერიოდში გადაწყდა, რომელიც საქართველომ 26:14 მოიგო და საბოლოოდ დიდი სხვაობით იძალა. ჩვენს ნაკრებში საუკეთესო იყო მათე ხატიაშვილი, რომელმაც 27 ქულა და 6 პასი მიითვალა. 27 ქულა ჰქონდა ლუკა ტაბაღუასაც, რომელმაც ასევე 5 მოხსნა და 3-3 ჩაჭრა-პასი მიითვალა. 14 ქულა დააგროვა გიორგი ჭირაქაძემ.
საქართველოს ნაკრები ჯგუფის ბოლო მატჩს ხვალ, 30 ივლისს, რუმინეთთან გამართავს.
GBF.GE
საქართველოს 16 წლამდე ვაჟთა ნაკრები ესტონეთთან ბრძოლაში დამარცხდა
საქართველოს 18 წლამდე ვაჟთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა უკრაინა ამჯერად 10 ქულით დაამარცხა
საქართველოს 18 წლამდე ვაჟთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა
საქართველოს U18 ნაკრები ირლანდიასთან ბრძოლაში დამარცხდა
საქართველოს U18 ნაკრებმა A დივიზიონის წევრი გერმანია ლატვიაში დაამარცხა
საქართველოს U18 ნაკრები პლეი-ოფში ვერ გავიდა და ბრძოლას მე-9 ადგილისთვის აგრძელებს
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების 12-კაციანი შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ავსტრიასთან 71:88 დამარცხდა
