საქართველოს 16 წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის А დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა

საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე, საქართველოს 16 წლამდე კალათბურთელთა ნაკრები პოლონეთს დაუპირისპირდა, ანგარიშით 75:57 დაამარცხა და ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატის ელიტარულ – А დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა.
ქართველმა კალათბურთელებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე შვიდი მატჩი გამართეს, სამ შეხვედრაში გაიმარჯვეს, შედეგად A დივიზიონში დარჩნენ და მომავალ წელს კვლავ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე 16 საუკეთესოს შორის ითამაშებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

სანდრო ბრეგაძე: ტ ა ძ ა რ ი არ არის არც მინისტრის არც დეპუტატის და არც რომელიმე მოკვდავის (თუნდაც სასულიერო პირის სახლი) – ტ ა ძ ა რ ი უფლის სახლია და უფალი სამთავრობო დაცვის საშვებს არ გასცემს