საქართველოს 16 წლამდე ვაჟთა ნაკრები ესტონეთთან ბრძოლაში დამარცხდა

ლატვიაში შეკრებაზე მყოფმა საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა მორიგი სპარინგ-მატჩი ესტონეთთან გამართა და დაძაბულ ბრძოლაში – 85:91 წააგო. შეხვედრა დაგვიანებით დაიწყო, რისი მიზეზიც უხვი ნალექი და ამის გამო გადატვირთული გზები გახლდათ. საქართველოს ნაკრები თამაშზე დაგეგმილზე გვიან მივიდა, რისი მიზეზიც საცობები გახლდათ, თუმცა თამაში გონივრული დროით არ გადასწიეს. ჩვენს ნაკრებს მეტოქეზე ნაკლები დრო ჰქონდა შეხვედრისთვის მოსამზადებლად.
ასე იყო თუ ისე, ნიკა ბურჯანაძის გაწვრთნილმა გუნდმა პირველი პერიოდი 20:23 დათმო, ხოლო მეორე ათწუთეულში ბალტიისპირელებმა უფრო მოუმატეს და დიდი შესვენებისთვის 43:32 დაწინაურდნენ. მეორე ნახევარში ქართველებმა თამაში გამოასწორეს და დარჩენილი ორივე პერიოდი მოიგეს, თუმცა საერთო ანგარიშს სათავისო სახე მაინც ვეღარ მისცეს. მესამე ათწუთეული 14:10, მეოთხე კი 29:28 მოიგო საქართველო, და საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა.
ჩვენს ნაკრებში საუკეთესო იყო ლუკა ფოჩხუა, რომელმაც 20 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა. 22 ქულით ბომბარდირი საბა პატაშური გახდა, სანდრო შერვაშიძის ანგარიშზე 8 ქულა, 13 მოხსნა და 3 პასი დაგროვდა.
81:75 საქართველო
23:20, 28:20, 10:14, 28:29
ფოჩხუა (20 ქულა, 11 მოხსნა), ტრაპაიძე (10 ქულა, 10 პასი), გოგოლაშვილი (2,), გიგაური (2), შერვაშიძე (8ქ, 13მ), ბოდაველი (4), პატაშური (22), მარკოიშვილი (2), თავდგირიძე (5,), გაგუა, ჯანელიძე, იაშვილი, კენდი
GBF.GE
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ამჯერად 10 ქულით დაამარცხა
საქართველოს U16 ნაკრებმა ლატვიაში უკრაინა 95:80 დაამარცხა
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა უკრაინა ამჯერად 10 ქულით დაამარცხა
U16. ქართველმა კალათბურთელებმა საერთაშორისო ტურნირი ჩერნოგორიის განადგურებით დაიწყეს
საქართველოს U16 ნაკრებმა ლატვიაში უკრაინა 95:80 დაამარცხა