საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განუცხადა როგორც ქართულ საზოგადოებას, ისე ევრობიუროკრატიას, რომ ჩვენს ქვეყანაში მოსამართლეები უცხოელების მიერ არ დაინიშნებოდნენ, რა მოტივებითაც არ უნდა ყოფილიყო ეს შეფუთული

საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განუცხადა როგორც ქართულ საზოგადოებას, ისე ევრობიუროკრატიას, რომ ჩვენს ქვეყანაში მოსამართლეები უცხოელების მიერ არ დაინიშნებოდნენ, რა მოტივებითაც არ უნდა ყოფილიყო ეს შეფუთული
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განუცხადა როგორც ქართულ საზოგადოებას, ისე ევრობიუროკრატიას, რომ ჩვენს ქვეყანაში მოსამართლეები უცხოელების მიერ არ დაინიშნებოდნენ, რა მოტივებითაც არ უნდა ყოფილიყო ეს შეფუთული – წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში. ანჯაფარიძის შეფასებით, უცხოელების მიერ დანიშნული მოსამართლეები უდრის გარე ძალებისთვის ჩვენი სასამართლო სისტემის ლანგრით მირთმევას.
„საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განუცხადა როგორც ქართულ საზოგადოებას, ისე ევრობიუროკრატიას, რომ ჩვენს ქვეყანაში მოსამართლეები უცხოელების მიერ არ დაინიშნებოდნენ, რა მოტივებითაც არ უნდა ყოფილიყო ეს შეფუთული. ეს პირდაპირ ურტყამს ქვეყნის სუვერენიტეტს, იმაზე რომ არაფერი ვთქვათ, უცხოელების მიერ დანიშნული მოსამართლეები = გარე ძალებისთვის ჩვენი სასამართლო სისტემის ლანგრით მირთმევა.
ვენეციის კომისიის დატოვებით, -მ ბევრი რამ თქვა ამ უკვე პოლიტიკურ ინსტრუმენტად გადაქცეული ორგანოზე. ამას გარდა, ის რეკომენდაციებით შეფუთული მოთხოვნები, რასაც ევრობიუროკრატია საქართველოს უყენებს ევროკავშირში გაწევრიანების სანაცვლოდ, ფაქტიურად გულისხმობს ჩვენი საზოგადოების ტრადიციული ცხოვრების და კულტურის ამოყირავებას, სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ. მე მგონი, ერთ დროს ნასროლი ფრაზა “ვარ ქართველი და მაშასადამე ევროპელი” არათუ გვარიანად გაცვდა, არამედ სულ სხვა, არცთუ დადებითი დატვირთვა შეიძინა, განსაკუთრებით ბოლო მოვლენების ფონზე.“ – წერს ანჯაფარიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სოსიაშვილი: დიდი ხანია, ლიბერალი ფაშისტების სამიზნეა ჩვენი ეკლესია, მათ სურვილი ჰქონდათ, ქართველი ხალხისთვის ზნეობრივი, სულიერი ორიენტირი მოეშალათ და არაერთხელ მიიტანეს იერიში პატრიარქზე

ლაშა ტალახაძე: მიხარია, რომ აჭარაში ჩვენი გუნდის ჩასვლამ ასეთი ინტერესი გამოიწვია, ახალგაზრდებთან დისკუსია საუკეთესო გზაა, მარტივად ვიპოვოთ გამოსავალი პრობლემური საკითხებიდან – ვაპირებ ყველა კონფერენციას დავესწრო