საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი, ისტორიული მატჩი ჩაატარა

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი, ისტორიული მატჩი ჩაატარა. ტიტე კალანდაძის გაწვრთნილი ნაკრები, გერმანიის ქალაქ მანჰეიმში, ნიდერლანდების ნაკრებს დაუპირისპირდა და 29:34 დამარცხდა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ გიორგი ცხოვრებაძე დასახელდა, ვინც 9 გოლის გატანა შეძლო. კარგი მატჩი ჰქონდა ერეკლე არსენიშვილის, რომელმაც თავის გამოჩენა 7-ჯერ შეძლო. ტიტე კალანდაძის გუნდი მეორე ტურში, 13 იანვარს შვედეთის ნაკრებს შეხვდება, ხოლო ბოლო ტურში, 15 იანვარს, ბოსნიას ეთამაშება.

ასევე დაგაინტერესებთ