საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა Danube Cup 2026-ზე კანადის ნაკრები დაამარცხა

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასის მე-2 დივიზიონის მატჩებისთვის ემზადება. მოსამზადებელი პერიოდის ფარგლებში ეროვნული ნაკრები საერთაშორისო ტურნირში Danube Cup 2026 მონაწილეობს.
ქართველი წყალბურთელები ტურნირის პირველ მატჩში კანადელებს დაუპირისპირდნენ და მეტოქე ანგარიშით 17:11 დაამარცხეს.
გოლების ავტორები:
საბა ტყეშელაშვილი: 2
ვატო დადვანი: 1
ნიკა შუშიაშვილი: 3
დუშან ვასიჩი: 3
ხვიჩა ჯახაია: 3
გიორგი მესხი 1
ველკო ტანკოსიჩი: 1
ბესო ახვლედიანი: 1
სტეფან პიეშივაცი: 1
საბა მაჭავარიანი: 1
ეროვნული ნაკრები ტურნირზე ავსტრალიისა და სლოვაკეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.
კომენტარები კომენტარი