„საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის სანახაობრივი დაცემა, რომელსაც ბრალად 6.5 მილიონი დოლარის სახლში ქონა ედება“ – BBC ღარიბაშვილზე

„საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის სანახაობრივი დაცემა, რომელსაც ბრალად 6.5 მილიონი დოლარის სახლში ქონა ედება“ – ასეთი სათაურით ვრცელ სტატიას BBC აქვეყნებს ღარიბაშვილის საქმესთან დაკავშირებით.
„საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი სასამართლოს წინაშე წარდგა დიდი მასშტაბის ფულის გათეთრების ბრალდებით – ეს შოკისმომგვრელი ცვლილებაა საქართველოს დე ფაქტო ლიდერ, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მოკავშირისთვის…მან აღიარა დანაშაული კორუფციის ბრალდებებში, რაც 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, მას კი ერთი მილიონი ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა.“ – ვკითულობთ სტატიაში.
პუბლიკაციაში ნახსენებია ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკური წარსულიც.
„2014 წლის თებერვალში მან ხელი მოაწერა საქართველოს ასოცირების შეთანხმებას ევროკავშირთან.თუმცა, ბოლო წლებში სათავეში ჩაუდგა საქართველოს ევროკავშირიდან დაშორებას. მან მჭიდრო კავშირები დაამყარა უნგრეთის პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანთან და განაცხადა, რომ ნატოს გაფართოება უკრაინაში ომის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო.“ – წერს BBC

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა