საქართველოს ქალთა ნაკრები ჭადრაკში ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრა

საქართველოს ქალთა ნაკრები ჭადრაკში ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას ჭადრაკის ფედერაცია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ჩემპიონატი ქალ მოჭადრაკეთა შორის, ყველაზე პრესტიჟული ტურნირია ევროპულ ჭადრაკში და მასში უძლიერესი მოჭადრაკეები მონაწილეობენ.
„31 მარტიდან, საბერძნეთის კუნძულ როდოსზე სტარტს აიღებს ევროპის ქალთა ინდივიდუალური პირველობა, სადაც 34 ქვეყნის 136 საუკეთესო მოჭადრაკე მიიღებს მონაწილეობა. ჩემპიონატი ქალ მოჭადრაკეთა შორის, ყველაზე პრესტიჟული ტურნირია ევროპულ ჭადრაკში და მასში უძლიერესი მოჭადრაკეები მონაწილეობენ .ტურნირი შვეიცარიული სისტემით 11 ტურად გაიმართება და I-X ადგილზე გასული მონაწილეები მსოფლიო თასის საგზურს მოიპოვებენ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
როგორც საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა, აკაკი იაშვილმა განაცხადა, ევროპის ჩემპიონატი თითოეული მოჭადრაკისთვის დიდ გამოწვევას წარმოადგენს.
„აქ იბრძვიან არა მხოლოდ საპრიზო ადგილებისთვის, არამედ მსოფლიო თასის საგზურებისთვისაც. ქართველ ქალებს დიდი ხანია დამკვიდრებული აქვთ წამყვანი პოზიცია საერთაშორისო არენაზე და იმედია, რომ ამჯერადაც ღირსეულად იასპარეზებენ’ – განაცხადა აკაკი იაშვილმა.
ჭადრაკის ფედერაციის ინფორმაციით, საქართველოს ღირსებას ტურნირზე დაიცავენ: ნინო ბაციაშვილი, მერი არაბიძე, ლელა ჯავახიშვილი, ბელა ხოტენაშვილი, ინგა ხურცილავა, კესარია მგელაძე, ანასტასია კირთაძე, ლილე ქორიძე, მარიამ ცეცხლაძე, ნია დონღვანი.
„თამაშები თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება. პირველი ტური 31 მარტს გაიმართება, დასკვნითი,მე-11 ტური კი 11 აპრილს. ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ქალთა ნაკრების მხარდამჭერი საქართველოს სპორტის სამინისტროა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში