„საქართველოს ფოსტამ“ ამანათების გაგზავნის ტარიფები გაზარდა

„საქართველოს ფოსტამ“ ადგილობრივი და საერთაშორისო ამანათების გაგზავნა გააძვირა. განახლებული ტარიფები ფოსტის ვებსაიტზეა განთავსებული.
საქართველოს მასშტაბით, 2 კილოგრამამდე ამანათის მისამართზე მიტანა 124%-ით გაძვირდა და 19 ლარი შეადგინა. (აქამდე 8.5 ლარი ღირდა). გაიზარდა ამანათის ფოსტის სერვისცენტრიდან გატანის საფასურიც, ახლა ის 14 ლარს შეადგენს. „საქართველოს ფოსტის“ ცხელ ხაზზე „ბიზნეს ფორმულას“ უთხრეს, რომ გაუქმდა მცირე პაკეტები და, შესაბამისად, მინიმალური თანხა, რომლის სანაცვლოდაც მომხმარებელი ამანათის გაგზავნას შეძლებს, 14 ლარია.
გაიზარდა საერთაშორისო ტარიფებიც. -ში 1 კილოგრამი ამანათის თვითმფრინავით გაგზავნის ტარიფი 23 ლარით გაიზარდა და 185 ლარი გახდა. საბერძნეთის, პოლონეთის, იტალიის, თურქეთის მიმართულებით კი ახალი ტარიფი 152 ლარია.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო