საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აფხაზური ენის დღისადმი მიძღვნილი კონფერენციათა ციკლი გაიხსნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სტუ-ის საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით, აფხაზური ენის დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენციათა ციკლი – „საქართველოს სახელმწიფო ენები სა და ციფრული ეკონომიკის ეპოქაში – კულტურული და ტექნოლოგიური ასპექტები“ გაიხსნა.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
სტუ-ის ცნობით, სამეცნიერო ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა გახსნა. პროფესორმა თამარ წერეთელმა აფხაზური ენის დღე შეკრებილ საზოგადოებას: მეცნიერ-მკვლევრებს, სტუ-ის მეცნიერებისა და ინოვაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, პროფესორ მიხეილ ჯანიკაშვილს, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებს, სტუ-ის ს დეპარტამენტის პროფესორს, საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების კვლევითი ინსტიტუტის დირექტორს – კონსტანტინე ფხაკაძეს, ინსტიტუტის თანამშრომლებსა და სტუდენტებს მიულოცა.
ვიცე-რექტორის განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევართათვის აფხაზური ენის სამეცნიერო შესწავლა ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.
„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით, გაიხსნა კონფერენციათა ციკლი, რომელზეც მკვლევრები აფხაზური ენის ციფრული კვდომის საფრთხეებისგან დაცვისა და მისი განვითარების აქტუალურ საკითხებზე იმსჯელებენ. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ დროებით ოკუპირებული საქართველოს დიდი ტკივილია, ხოლო აფხაზური ენა, რომელიც ქართულთან ერთად, ს ტერიტორიაზე სახელმწიფო ენაა და საქართველოს ისტორიისა და კულტურის შემადგენელი ნაწილია, მისი დაცვა-შენარჩუნება და შესწავლა მეცნიერთათვის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ენა მრავალმხრივი და მუდმინად განვითარებადი ფერნომენია, რომელიც არა მხოლოდ კომუნიკაციის, არამედ სახელმწიფოს განვითარების, მისი ეკონომიკური და კულტურული მდგრადობის საფუძველია. შესაბამისად, ქართული და აფხაზური ენების გაციფრულება და მათი ტექნოლოგიური განვითარება ჩვენი საერთო ეროვნული ამოცანაა. უაღრესად მნიშვნელოვანია ის, რასაც ქართული სახელმწიფო აკეთებს აფხაზური ეთნოსის, ენისა და კულტურის დასაცავად. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში წარმატებით მოქმედებს საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების კვლევითი ინსტიტუტი. ჩვენი უნივერსიტეტი და სამეცნიერო წრეები ღრმად აცნობიერებენ ისტორიულ პასუხისმგებლობას და ჩართულნი არიან სახელმწიფო ენების დაცვა-შენარჩუნების პროცესში, რათა აკადემიური ცოდნის, სამეცნიერო კვლევისა და ინოვაციის გზით უზრუნველყონ ბუნებრივი ენების ადგილი ციფრულ და ხელოვნური ინტელექტის სისტემებში; იმ მიზნით, რომ ქართული და აფხაზური ენები არ დარჩეს მხოლოდ წარსულ მემკვიდრეობად, არამედ გახდეს მომავლის ციფრული კულტურის ნაწილი. წარმატებას გისურვებთ კონფერენციის მონაწილეებს“,-განაცხადა თამარ წერეთელმა.
როგორც კონფერენციის ორგანიზატორმა, სტუ-ის ხელოვნური ინტელექტის დეპარტამენტის პროფესორმა, საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა, სახელმწიფო ენის ექსპერტთა კომისიის წევრმა, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მეცნიერთა საბჭოს წევრმა კონსტანტინე ფხაკაძემ აღნიშნა, სამეცნიერო კონფერენციათა ციკლი დაინტერესებულ მხარეებს, მათ შორის სამთავრობო სტრუქტურებს, შესაძლებლობას უქმნის წლიდან წლამდე თვალი ადევნონ ქართული და აფხაზური ენების სრული ტექნოლოგიური უზრუნველყოფის მიზნით ქვეყანაში მიმდინარე კვლევითი პროცესების შედეგებს. კოტე ფხაკაძის თქმით, მეორე მსგავსი დასახელების მასშტაბური სამეცნიერო კონფერენცია მომავალი წლის 14 აპრილს ქართული ენის დღისადმი მიძღვნით ჩატარდება.
სამეცნიერო კონფერენციაზე მოხსენებებით წარსდგნენ მეცნიერ-მკვლევრები: რატი სხირტლაძე კავკასიის უნივერსიტეტიდან – თემით: „ენაგრამი – ენობრივი ტექნოლოგიების პლატფორმა“; ლაშა აბზიანიძე – უტრეხტის უნივერსიტეტის (ნიდერლანდების სამეფო) ენის, ლიტერატურის და კომუნიკაციის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი გამოთვლით ლინგვისტიკაში, სტუ-ის საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების კვლევითი ინსტიტუტის ქართული და აფხაზური ენობრივი რესურსებისა და ტექნოლოგიების ლაბორატორიის ხელმძღვანელი – თემით: „ლოგიკა და გამომდინარეობა ბუნებრივი ენის დამუშავებაში“; არჩილ ელიზბარიშვილი – თსუ-ის ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ტექნიკური მხარდაჭერის განყოფილების ხელმძღვანელი, კომპიუტერული მეცნიერებების ფრანგულ-ქართული პროგრამის კოორდინატორი – თემით: „ქართული ზმნების ლემატიზაცია დაკავშირებული მონაცემების, მანქანური სწავლებისა და კრაუდსორსინგის გამოყენებით“; ალექსანდრე მასხარაშვილი – ილინოისის უნივერსიტეტის () ენათმეცნიერების დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი გამოთვლით ლინგვისტიკაში, სტუ-ის საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების კვლევითი ინსტიტუტის ლოგიკის, ენისა და ხელოვნური ინტელექტის განყოფილების მთავარი მეცნიერ- თანამშრომელი – თემით: „ქართული ენის სინტაქსი: გამოწვევები ჩომსკისეული X-bar ფრაზობრივი მიდგომებისთვის“; დავით კურცხალია და ლუკა ფხაკაძე – სტუ-ის საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების კვლევითი ინსტიტუტის ქართული და აფხაზური ენობრივი რესურსებისა და ტექნოლოგიების ლაბორატორიის პროგრამისტები – თემით: „ქართული ენის ლოგიკურ გრამატიკასა და ქართული და აფხაზური ენების თვითგანვითარებად ინტელექტუალურ კორპუსებზე დაყრდნობით შემუშავებული რიგი ქართული და აფხაზური ენობრივი რესურსებისა და ტექნოლოგიების მიმოხილვა“; კონსტანტინე ფხაკაძე – სტუ-ის საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი – თემით: „კიდევ ერთხელ საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების კვლევითი ინსტიტუტის სასაფუძვლო შედეგების, დაგეგმილი მიზნებისა და კარსმომდგარი ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ეკონომიკის ეპოქაში ქართული და აფხაზური ენების წინაშე მდგარი საფრთხეების შესახებ“.
სტუ-ის ინფორმაციით, მომხსენებელთა გამოსვლების შემდეგ გაიმართა ღია დისკუსია, რომელშიც მეცნიერ-მკვლევრებთან ერთად სტუდენტებიც იყვნენ ჩართულნი.