საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პრაღაში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოებისა და სტუდენტების სახელით, პრაღაში მომხდარი ტრაგედიის გამო, მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახებს, ჩეხ კოლეგებს, სტუდენტებსა და ჩეხ ხალხს სამძიმარს უცხადებს.
„საერთაშორისო საზოგადოება შეძრულია ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქში, პრაღის უნივერსიტეტში დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელმაც 15 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, დიდი განსაცდელის წინაშე დააყენა მათი ოჯახები და მძიმე სტრესი მიაყენა ჩეხეთის რესპუბლიკის მოსახლეობას. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, სამეცნიერო-აკადემიური წრეებისა და სტუდენტების სახელით, სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს, ჩეხ კოლეგებს, ჩეხეთის უნივერსიტეტის სტუდენტებს, ჩეხ ხალხს. ტრაგედიის შედეგად დაშავებულ ყველა ადამიანს გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, – აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის სამძიმარში.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია