საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეები საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემას ვერ შეძლებენ

ამის შესახებ რადიო თავისუფლების კორესპონდენტს უთხრეს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. კომისიის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მიზეზი „ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობის არქონაა“.
მისი თქმით, თუმცა, გადაწყვეტილება არ შედის კომისიის კომპეტენციაში, ის მიღებულია საგარეო საქმეთა სამინისტროს დონეზე.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა გაწყდა პრეზიდენტ ს მმართველობის დროს, 2008 წლის ომის დროს.
ში ს შეჭრის შემდეგ, სხვადასხვა მონაცემებით, საქართველოში ათიათასობით რუსი ჩავიდა.
თუმცა, „აგვისტოს ომის“ და დიპლომატიურო ურთიერთობის გაწყვეტის შემდეგ საქართველოში რუსეთის მოქალაქეებს არ ჰქონიათ მათ ქვეყანაში გამართულ არცერთ კენჭისყრაში მონაწილეობის შესაძლებლობა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე ქართველ დიპლომატებს – უმნიშვნელოვანესია თქვენი ღია პოზიცია – პოზიცია „ჩვენ დიპლომატები ვართ და პოლიტიკურ განცხადებებს არ ვაკეთებთ“, არ მიიღება, საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს!