საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დიდთოვლობა რამდენიმე დღეა პრობლემებს ქმნის – იმერეთში ათასობით აბონენტი ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშეა

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დიდთოვლობა რამდენიმე დღეა პრობლემებს ქმნის – გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მხოლოდ ბათუმში ქარმა 40-ზე მეტი ხე მოგლიჯა. დაზიანებულია ავტომანქანები, სახურავები, გარე განათების ბოძები.
მძიმე ვითარებაა იმერეთშიც, სადაც ათასობით აბონენტი ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
რთულია ვითარება სამცხე-ჯავახეთშიც, სადაც თოვლის საფარი უკვე ერთ მეტრს აღწევს. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. 24 საათიან რეჟიმში მუშაობს სპეცტექნიკაც.

ასევე დაგაინტერესებთ

მძიმე საყურებელი იყო, რაც გუშინ თვალჭრელიძის ქუჩაზე ხდებოდა, მაგრამ ისიც კარგად დავინახე, იქ მაცხოვრებელი დევნილები, როგორ არ უფრთხილდებოდნენ საკუთარ შვილებს და აყურებინებდნენ მშობლების ისტერიკას