,, საქართველოს სურს ევროკავშირის წევრი გახდეს და ნატოს წევრობაზე ჰქონდა პრეტენზია, მაგრამ ახლა უახლოვდებიან რუსეთს” – სტივ კოენი

“საქართველოს სურს ევროკავშირის წევრი გახდეს და ნატოს წევრობაზე ჰქონდა პრეტენზია, მაგრამ ახლა უახლოვდებიან რუსეთს და სამხრეთ ოსეთისა და ს მაგალითზე უნდა ისწავლონ, რომ არ არის მათი მეგობარი,” – ამის შესახებ კონგრეში საქართველოს საკითხთან დაკავშირებით საუბრისას ტენესის წარმომადგენელი სტივ კოენი საუბრობს.
სტივ კოენი რუსული კანონის მიღებას ეხმაურება და თვლის, რომ ეს ემსახურება არასამთავრობო ორგანიზაციების დათრგუნვას.
2012 წელს ვიყავი საქართველოში, როდესაც ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში, იმ დროს ბატონი ივანიშვილი ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომ რეფორმატორი იქნებოდა, მაგრამ ეს აღმოჩნდა ოცნება. ბატონ სააკაშვილს, რომელსაც ჰქონდა საკმაოდ დრაკონული ციხის სისტემა და თავისუფლების ნაკლებობის გამო, ის ბოროტად იყენებდა პენიტენციალურ სისტემას, რომ დაესაჯა საკუთარი მოქალაქეები, ივანიშვილი არ არის არც პრემიერი, არც პრეზიდენტი, მაგრამ ის მართავს ყველაფერს.
მე შემიძლია ვთქვა, რომ ეს არ არის ოცნება, ავტოკრატული მმართველობის თვალსაზრისით, მთავრობა საკუთარ ინტერსებს და სურვილებს აფართოებს. ბატონი სააკაშვილი იმყოფება ციხეში და გრძნობს თავს საკმაოდ ცუდად, ეუთოს პოზიციით ის არის პოლიტიკური პატიმარი და მისი სიცოცხლე შეიძლება საფრთხეში იყოს.
კანონი, რომელიც იყო მიღებული საქართველოში უცხოელ აგენტებთან დაკავშირებით, ეხებოდა არასამთავრობოებს და ქვეყანა, რომელიც ცდილობს დათრგუნოს საკუთარი არასამთავრობოები, ეს არ გახლავთ ქვეყანა დასავლური ღირებულებების. საქართველოს სურს ევროკავშირის წევრი გახდეს და ნატოს წევრობაზე ჰქონდა პრეტენზია, მაგრამ ახლა უახლოვდებიან რუსეთს და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მაგალითზე უნდა ისწავლონ, რომ რუსეთი არ არის მათი მეგობარი” – ამბობს კოენი.

ასევე დაგაინტერესებთ

ანა ნაცვლიშვილი სუს-ის ანგარიშზე – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელით რუსული, ოკუპანტი სახელმწიფოს ინტერესებზე მორგებული ანგარიში იდება, რომელიც მოსკოვის ინტერესების გამტარებელია და არა საქართველოსი

გურამ მაჭარაშვილი – ვინც ბედავს და ამბობს, რომ საქართველოში რაღაც რეპრესიები მიდის, უყუროს კომისიის სხდომებს – ჩხრეკისას ფიზიკურად რამე შემხებლობა მოხდა?! ბავშვის რეაქცია რას ნიშნავს?! სახლში ბავშვიც შეიძლება იყოს და ფეხმძიმე ქალბატონიც