საქართველოს სომეხი მოქალაქეები ქრისტეშობასა და ნათლისღებას აღნიშნავენ

საქართველოს სომეხთა თემი მაცხოვრის შობასა და ნათლისღებას ერთად ზეიმობს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, დღესასწაულობენ ახალციხეში მცხოვრები სომეხი თანამოქალაქეებიც, საზეიმო წირვა ახალციხის რაბათის წმინდა გრიგოლ განმანათლებლის სახელობის ტაძარში შედგა. ლიტურგიას მღვდელი თორგომ ვართანიანი უძღვებოდა.
მათივე ცნობით, საზეიმო მსახურებას დაესწრო და ტაძარში შეკრებილ მრევლს, საქართველოს მთავრობის სახელით, დღესასწაულები მიულოცა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს კოორდინატორმა სამცხე-ჯავახეთში ელვარდ ზაზაძემ.
„ქრისტეშობა და ნათლისღება იზეიმეს ბათუმში მცხოვრებმა სომეხმა თანამოქალაქეებმა. ს სურბ ფრკიჩის სახელობის სომხურ სამოციქულო ეკლესიაში სადღესასწაულო მსახურებას აჭარის სომეხთა სულიერი ლიდერი, მღვდელი არარატ გუმბალიანი უძღვებოდა.
ეკლესიაში შეკრებილ მრევლსა და სასულიერო პირებს შობა და ნათლისღება მიულოცა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს კოორდინატორმა აჭარაში, აბესალომ ასლანიძემ,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – ბრალი წარედგინა პირს, რომელმაც თანაცხოვრების პერიოდში უკანონოდ მოიპოვა და შეინახა მეუღლის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ვიდეო ჩანაწერი, რომელიც შემდეგ სოციალური ქსელით სხვა პირს გაუგზავნა

თაზო დათუნაშვილი – საზოგადოებისთვის ახალაიას იმდენი აქვს დაშავებული, რომ ეს შემდგარი მონსტრის პროფილია და მისი მორგება შეიძლება ბევრ რამეზე, მათ შორის, ამ გადატრიალების მცდელობაზე თუ 4 ოქტომბრის უაზრო ავანტიურაზე, მაგრამ მტკიცებულებები სუსტია