2024 წლის იანვარ-აპრილის მონაცემებით საქართველოს საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარზე შესრულებული ფრენების მიხედვით ლიდერი ქართული სატვირთო ავიაკომპანია Georgian Airlines-ია. AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ 2024 წლის იანვარ-აპრილის განმავლობაში ქართულმა სატვირთო ავიაკომპანია Georgian Airlines-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ყველაზე მეტი, 198 სატვირთო რეისი შეასრულა.
შესრულებული რეისების მიხედვით TOP-5 სატვირთო ავიაკომპანიების რეიტინგში მეორე პოზიციაზეა თურქულმა ავიაკომპანია Turkish Cargo, რომელმაც საანგარიშო პერიოდში 48 რეისი განახორციელა.
შესრულებული რეისების რაოდენობის მიხედვით მესამე პოზიციაზე ქართული ავიაკომპანია Geo Sky, რომელმაც 2024 წლის იანვარ-აპრილის განმავლობაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 47 რეისი განახორციელა.
რეიტინგში მეოთხე პოზიციაზე კი ესტონური ავიაკომპანია Airest-ია, რომელიც საქართველოს საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარზე პირველ კვარტალში 34 რეისს მოემსახურა.
განხორციელებული სატვირთო რეისების მხრივ მეხუთე ადგილზე ასევე ქართული ავიაკომპანია CAMEX Airlines-ია, რომელიც 3 თვეში საქართველოში 16 ფრენას მოემსახურა.
დღეისათვის საქართველოს აეროპორტებიდან ტვირთებს მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება.
TOP-5 ავიაკომპანია სატვირთო რეისების რაოდენობით:
· Georgian Airlines;
· Turkish Cargo;
· Geo Sky;
· Airest;
· CAMEX Airlines;
წყარო: avianews