საქართველოს საფეხბურთო ნაკრები სომხეთის ნაკრებს უმასპინძლებს

შეხვედრას “დინამო არენა” უმასპინძლებს, მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.
პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ერევანში 0:3 დაამარცხა.
სომხეთთან ორმატჩიანი “პლეი ოფის” მოგების შემდეგ უეფა-ს “ერთა ლიგის” B დივიზიონში ადგილს შეინარჩუნებს. ივნისში ამხანაგური მატჩები შედგება, სექტემბრიდან კი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჩაერთვება.