საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და პორტუგალიის ნაკრების მატჩი მიმდინარეობს

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში პორტუგალიის ნაკრებს ხვდება.
მატჩი გელზენკირხენში უკვე დაიწყო.
როგორც ცნობილია, ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა 18 ივნისს, თურქეთთან გამართა და 1:3 დამარცხდა, ხოლო 22 ივნისს გამართულ მეორე მატჩში ჩეხეთის ნაკრებთან შეხვედრა ფრედ, 1:1 დაასრულა, შესაბამისად, ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა.
EURO 2024-ის მატჩების ღია ჩვენებები საქართველოს ყველა ქალაქში დიდ ეკრანებზეა შესაძლებელი. თამაშს თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე აჩვენებენ.

ასევე დაგაინტერესებთ