საქართველოს საფეხბურთო ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო შეხვედრაში სომხეთის ნაკრები ანგარიშით 6:1 დაამარცხა

საქართველოს საფეხბურთო ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო შეხვედრაში სომხეთის ნაკრები ანგარიშით 6:1 დაამარცხა და ერთა ლიგის 2026-2027 წლების სეზონზე B ლიგაში გააგრძელებს ასპარეზობას.
მატჩის ანგარიში მე-4 წუთზე ოთარ კიტეიშვილის გოლით გაიხსნა, მე-14 წუთზე კი გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა, 23-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძემ, 27-ე წუთზე კი კიტეიშვილმა დუბლი გაიფორმა, რასაც 35-ე წუთზე მიქაუტაძის ასევე დუბლი მოჰყვა. პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ 5:0 დასრულდა. მეორე ტაიმში სომხეთმა ერთი ბურთის გაქვითვა ედგარ სევიკიანის გოლით შეძლო, 62-ე წუთზე კი მ გოლი გაიტანა.
პლეი-ოფის პირველ მატჩში ეროვნულმა ნაკრებმა სომხეთი სტუმრად ანგარიშით 3:0 დაამარცხა. სომხეთში გოლები გიორგი ქოჩორაშვილმა და გიორგი მიქაუტაძემ გაიტანეს.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2024-25 წლის ერთა ლიგის B დივიზიონის B1 ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა. სულ ნაკრებმა ექვსი მატჩი გამართა – ორი შეხვედრა მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა, სამი კი დათმო.

ასევე დაგაინტერესებთ

არასათავრობოები – პარტიების აკრძალვა მიზნად ისახავს, თვითნებურად აუკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა პარტიებსა და პირთა განუსაზღვრელ წრეს, ჩაახშოს პოლიტიკური პროცესი და განსხვავებული აზრი ქვეყანაში

ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა „ქართულ ოცნებას“ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობის შესახებ უარზე – როცა თქვენი ლეგიტიმურობა მთელ ევროპაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, ცარიელი სკამები უფრო ადვილი გზაა