საქართველოს საპენსიო ფონდის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ინსტიტუციური ინვესტორის მიერ გამართულ საინვესტიციო კონფერენციაში
საქართველოს საპენსიო ფონდის მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელმა, ანა ნაჭყებიამ, CFA, და მაკრო საინვესტიციო სტრატეგმა, ჯული ავლოხაშვილმა, CFA, 17-19 სექტემბერს, ქალაქ კოპენჰაგენში, ინსტიტუციური ინვესტორის მიერ გამართულ რიგით 23-ე ევროპულ საინვესტიციო კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პრეზენტაციები, პანელური დისკუსიები და შეხვედრები სხვადასხვა აქტივების მმართველებთან.
კონფერენციის ფარგლებში ანა ნაჭყებიამ მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში თემაზე “ვალუტები, აშშ დოლარი და შემდეგი ფინანსური კრიზისი”, სადაც მან და სხვა პანელისტებმა ისაუბრეს აშშ დოლარის პოტენციურ დინამიკასთან დაკავშირებულ მოლოდინებზე, ამ მოლოდინების გავლენაზე ევროპელ ინვესტორებზე და შესაბამის საინვესტიციო სტრატეგიებზე.
ამასთან, აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, ჯული ავლოხაშვილმა ინსტიტუციური ინვესტორის “ახალი თაობის ინვესტორის” კატეგორიაში გაიმარჯვა, მასთან ერთად ნომინირებულნი იყვნენ აქტივების მართვის ინდუსტრიის წარმომადგენლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის გაერთიანებული სამეფოდან, ფინეთიდან, შვედეთიდან და სხვა.
ინფორმაციას საპენსიო ფონდი ავრცელებს