საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატა “მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების” პროექტს იწყებს

საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატა, გერმანიის მთავრობის დაფინანსებით, ახალ პროექტს იწყებს.
პროექტის “მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულება” ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 50 ბიზნესკომპანია შეირჩევა.
საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის უფროსის, გიორგი ვეკუას განცხადებით, პირველ ეტაპზე, გამოიკვლევენ კომპანიების საჭიროებებს და ბიზნესებისთვის ტრენინგპროგრამას შეიმუშავებენ.
მისივე თქმით, პროექტში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ბიზნესს, რომელიც თბილისის მიღმა, რეგიონებში მოქმედებს.
“პროექტის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, შეირჩევა 50 კომპანია, სადაც განხორციელდება, მათი სრული გაციფრულება. პროექტის ფარგლებში, პირველ ეტაპზე, აღნიშნული კომპანიების საჭიროებების კვლევა მოხდება და, სწორედ ამ საჭიროებებზე დაფუძნებით, შემუშავდება უნიკალური ტრენინგპროგრამა და სამი თვის განმავლობაში მოხდება მათი თანამშრომლების სრული გადამზადება”, – განაცხადა გიორგი ვეკუამ.

ასევე დაგაინტერესებთ

რადიკალიზმის და მათი დამფინანსებლების წინააღმდეგ კანონი მუშაობს, როგორც ეს მიღებულია ჩვენს “სანატრელ ევროპაში” – ეს ის არასამთავრობოები არიან, ვინც ფინანსების გამჭირვალობას მალავს და აფინანსებს რადიკალურ ჯგუფებს არეულობის, ძალადობრივი ქმედებებისა და რევოლუციისათვის

ალექსი ახვლედიანი თორნიკე რიჟვაძეზე: ადამიანს, რომელთანაც აქვთ კითხვები, რომელზეც აქვთ ზეწოლა, უპირებენ ელჩობას?! კაცს ავიწროებდნენ და თავისუფლად გადიოდა [საზღვრებს გარეთ]- ლოგიკაში ჯდება?!