საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის კორპორაციული სამედიცინო დაზღვევის პაკეტები ათ და მეტ თანამშრომლიან ორგანიზაციებზეა გათვლილი

კომპანიის სამედიცინო დაზღვევის დირექტორის თეო აქიმიძის განცხადებით, სადზღვევო ბაზარზე ჯანმრთელობის დაზღვევის კორპორაციულ სეგმენტში მცირერიცხოვანი ორგანიზაციებისთვის საკმაოდ შეზღუდული დაზღვევის პირობების შეთავაზება ხდება. სწორედ ამ პრობლემის გათვალისწინებით, საქართველოს სადაზღვევო ჯგუფმა შეიმუშავა კორპორაციული სამედიცინო დაზღვევის პაკეტები, რომელიც 10 და მეტ თანამშრომლიან ორგანიზაციებზეა გათვლილი.
აქიმიძის განცხადებით, საქართველოს სადაზღვევო ჯგუფისთვის მნიშვნელოვანია მომხმარებელმა წინასწარ იცოდეს, რა ტიპის დაზღვევას ყიდულობს და შეძენამდე აუცილებელია დეტალურად გაეცნონ კონტრაქტის პირობებს.
„ჩვენი მენეჯერები მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში მზად არიან ერთად დეტალურად შეადარონ ჩვენი პირობები სხვა კომპანიების პირობებს და შეურჩიონ საუკეთესო პაკეტი. ჩვენთან, ისევე როგორც სხვა კომპანიებში, ყველაზე დიდი წილი ჯანმრთელობის დაზღვევას უკავია, დაახლოებით 60-70 %. 2017 წლიდან დღემდე, ჯანმრთელობის დაზღვევაზე ანაზღაურებული ზარალები ყოველწლიურად 8-9 მილიონ ლარს შეადგენს. ოპერირების დაწყებიდან დღემდე ჩვენს კომპანიას მხოლოდ ჯანმრთელობის დაზღვევის კუთხით 50 მილიონ ლარზე მეტი აქვს ანაზღაურებული. დღეის მონაცემებით კი ჩვენ კომპანიაში ჯანმრთელობის დაზღვევით მოსარგებლეთა რიცხვი 40 000-ს აღემატება“-განაცხადა თეო აქიმიძემ.
დაზღვევის პირობებს შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ბმულზე https://igg.ge/product/16
აღნიშნულ ინფორმაციას სადაზღვევო ჯგუფი ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ჩვენ რომ ბრიუსელისთვის დაგვეჯერებინა, ახლა ნანგრევების დასუფთავებით ვიქნებოდით დაკავებულები – ასეთ ბრიუსელთან საერთო ენას ვერ გამოვნახავთ, ბრიუსელის ხელმძღვანელობა უნდა შეიცვალოს

შალვა პაპუაშვილი – ბაჩო ახალაია მეუღლის ზურგს ამოეფარა და ისე აპირებდა ქვეყნის დამხობას – ისიც კი ვერ გაბედა, საკუთარ თავზე დაეტოვებინა პასუხისმგებლობა და მეუღლისთვის ჩამოეშორებინა

შალვა პაპუაშვილი – პროდუქტის ფასებთან დაკავშირებით პარლამენტის სპეციალური კომისიის მუშაობა ღია, საჯარო იქნება – საზოგადოების თვალწინ შევეცდებით გავარკვიოთ, როგორ ხდება სასურსათო პროდუქტებზე ფასების წარმოქმნა