საქართველოს, როგორც შუა დერეფანსა და „ერთი სარტყელი – ერთი გზის“ მონაწილე ქვეყანას, დამატებითი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნა შეუძლია ჩინეთთან თანამშრომლობით – ნინო წილოსანი

ჩინეთში ძალიან საინტერესო, ნაყოფიერი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გვექნება ვაჭრობის მინისტრის მოადგილესთან. ჩინეთთან თანამშრომლობა ძალიან საინტერესოა საქართველოსთვის, ისევე როგორც მსოფლიოს უდიდესი ქვეყნები სხვადასხვა ურთიერთობებს და კავშირებს ამყარებენ მსოფლიოში ნომერ მეორე ეკონომიკის მქონე ქვეყანასთან, ჩინეთთან. საქართველოსთვისაც ეს ინტერესი, რა თქმა უნდა, ძალიან დიდია, – ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა განაცხადა.
ნინო წილოსანმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში „ქართული ოცნების“ დელეგაციის მიმდინარე ვიზიტი შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველოს, როგორც შუა დერეფანს, ჩინეთთან თანამშრომლობით, დამატებითი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნა შეუძლია.
“ამ ვიზიტის ფარგლებში, გვქონდა ნაყოფიერი შეხვედრები და საუბრები, როგორც პოლიტიკურ თანამშრომლობაზე, ისე – ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. საქართველოს, როგორც შუა დერეფანსა და საქართველოს, როგორც „ერთი სარტყელი – ერთი გზის” მონაწილე ქვეყანას, დამატებითი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნა შეუძლია ჩინეთთან თანამშრომლობით და, რა თქმა უნდა, ჩინეთი ამ შესაძლებლობებს ხსნის საქართველოსთვის“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ხომ არ აპირებენ პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებული მუნიციპალური ორგანოები გაწმინდონ პირველსავე დღეს და თავისი პარტაქტივი მოიყვანონ, რომელიც შეიძლება მართლაც იყოს შესაბამისი მითითებების, თუნდაც გაფიცვაში იძულებით მონაწილეობის ბრმად შესრულებელი – სხვა ლოგიკური ახსნა ამ აბსურდულ განცხადებას თუ დაპირებას არ შეიძლება ჰქონდეს

პირდაპირ ამბობენ, რომ პარტაქტივით გაივსება მერია, შესაბამისად, მათ მისცემენ დავალებას და გააჩერებენ ისეთ უმნიშვნელოვანეს სამსახურებს, როგორიცაა დასუფთავება, ჯანდაცვა, კეთილმოწყობა და ა.შ.