ძვირფასო მგზავრებო!
გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 2025 წლის 11 და 12 იანვარს თბილისი-ფოთი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს.
მატარებლების მოძრაობის განრიგი იხილეთ თანდართულ ცხრილში;
ბილეთების შეძენა შესაძლებელია:
ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით: https://ticket.railway.ge
სწრაფი გადახდის აპარატებით;
საქართველოს რკინიგზის სალაროებში;
საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით.
