საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით ხელვაჩაურის პროკურატურის წარმომადგენლებმა ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
მათი ცნობით, პროკურორებმა მოზარდებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების გამომწვევ მიზეზებზე და ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებით გამოწვეულ მძიმე შედეგებზე.
„შეხვედრაზე, ასევე ყურადღება ნარკოტიკული დანაშაულის არსსა და იმ სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე და სასჯელებზე გამახვილდა, რომლებიც ამ ტიპის დანაშაულზეა გათვალისწინებული.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, მოსწავლეებმა დასვეს კითხვები, გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები და ხაზი მსგავსი საინფორმაციო კამპანიების მნიშვნელობას გაუსვეს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.




