საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი დუბაიში დასრულდა – მსოფლიო ლიდერებს მთავრობის მეთაურმა სიტყვით მიმართა

საქართველოს პრემიერ- მინისტრის ვიზიტი დუბაიში დასრულდა. გაეროს კლიმატის ცვლილების მსოფლიო ლიდერთა სამიტზე 200-მდე ქვეყნის 70 000 დელეგატი შეიკრიბა. გამოსავლის ძიებაში, დუბაიში შეკრებილ ლიდერებს საქართველოს მთავრობის მეთაურმა სიტყვით მიმართა.
ირაკლი ღარიბაშვილმა, გამოსვლის დროს, ყურადღება საქართველოს მთავრობის მიდგომაზე გაამახვილა და განაცხადა რომ, გარემოზე ზემოქმედების შერბილებისა და სხვა საჭირო ღონისძიებებისთვის, ბიუჯეტიდან წელს 500-ს მილიონ დოლარზე მეტი გამოიყო.
ირაკლი ღარიბაშვილმა კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილ ყველა ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. გაიმართა ორმხრივი შეხვედრები.
სამიტის პირველივე დღეს, პირველი შეხვედრა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარ მიშელთან გამართა.
ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო ერთგულების დადასტურება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მხრიდან. ამის შესახებ ინფორმაცია, თავად შარ მიშელმაც საკუთარი სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა, სადაც ის აღნიშნავდა, რომ დაადასტურა საქართველოსთვის ევროკავშირის ერთგულება.

ასევე დაგაინტერესებთ

რომ არა პრემიერ-მინისტრ ორბანის ძლიერი ლიდერობა და მისი გაბედული ბრძოლა ბრიუსელის ბიუროკრატიის წინააღმდეგ, უნგრეთის ეროვნული ინტერესების დასაცავად, საქართველოსთვის ბევრად უფრო რთული იქნებოდა საკუთარი დემოკრატიის, ეროვნული სუვერენიტეტისა და იდენტობის დაცვა

პრემიერი – საქართველო ერთგული რჩება ევროპული ინტეგრაციის გზისადმი, თუმცა ამ გზას ღირსებით მივყვებით—ჩვენი მემკვიდრეობის,რწმენის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის სრული პატივისცემით