საქართველოს პრემიერ-მინისტრი საკოორდინაციო შტაბში რთველის მიმდინარეობის პროცესს გაეცნო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, რთველის საკოორდინაციო შტაბში იმყოფებოდა.
რთველის მიმდინარეობის შესახებ მთავრობის მეთაურს ინფორმაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა მიაწოდა. აღინიშნა, რომ რთველი ორგანიზებულად მიმდინარეობს და ყურძნის ჩაბარების პროცესი შეუფერხებლად ხორციელდება.
კახეთის რეგიონში ამ დროისთვის, გადამუშავებულია 110 ათასი ტონა ყურძენი, გასული დღე-ღამის განმავლიბაში კი მიმდინარე წლის რთველის სეზონზე რეკორდული რაოდენობის – 14 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა.
ღვინის საწარმოებს ყურძენი 9000-მდე მევენახემ ჩააბარა. გადამუშავებული ყურძნიდან 50 ათას ტონამდე საფერავი, 52 ათას ტონამდე რქაწითელი, დანარჩენი კი, სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, ჭარბ ყურძენს სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ ხარისხის მიხედვით დიფერენცირებულ ფასად იბარებს. ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა.
პრემიერ-მინისტრთან ერთად, რთველის საკოორდინაციო შტაბში აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

საერთაშორისო მასშტაბის ჯამბაზი და თაღლითი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელმაც ომში ჩააბა უკრაინა, დაკარგა ტერიტორიები და მილიონობით ადამიანი გააუბედურა იმის ნაცვლად, რომ საკუთარ შეცდომებზე აგოს პასუხი, ცდილობს საკუთარი მარცხი სხვისი დისკრედიტაციით გადაფაროს

ჩვენთვის მეღვინეობა არ არის მხოლოდ ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი დარგი – მეღვინეობა არის კულტურის და ჩვენი იდენტობის განუყოფელი ნაწილი, შესაბამისად, ამ მიმართულებით ჩვენთვის ახალი ინიციატივები განსაკუთრებით სასიხარულოა – ეს არის ჩვენი წვლილი მსოფლიო ცივილიზაციაში და ამას განსაკუთრებულად უნდა გავუფრთხილდეთ