საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანს, კარდინალ პიეტრო პაროლინის შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანს, კარდინალ პიეტრო პაროლინის შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანს, კარდინალ პიეტრო პაროლინის შეხვდა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს, რომელიც მდიდარ ისტორიულ მემკვიდრეობასა და ქრისტიანულ კულტურას ეფუძნება.
“შეხვედრა შედგა სახელმწიფო მდივანთან, სადაც საუბარი გვქონდა ვატიკანსა და საქართველოს შორის თანამშრომლობაზე. მადლობა გადავუხადეთ ჩვენს მეგობრებს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ისინი გამოხატავენ ჩვენი ქვეყნის მიმართ. საუბარი გვქონდა ჩვენი ქვეყნის წინაშე და ჩვენი ქვეყნის გარშემო არსებულ გამოწვევებზე. ძალიან საინტერესო საუბრები შედგა. ეს ყველაფერი გვიღრმავებს იმის რწმენას, რომ გაგრძელდება ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოსა და ვატიკანს შორის“, – განაცხადა მ.
შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და წმინდა საყდართან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით მექვაბიშვილი დაესწრნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველოს ფარგლებს გარეთ 6 თვეზე მეტი ვადით მყოფი მოქალაქეები ვერ ისარგებლებენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სერვისებით, არ შეესაბამება სიმართლეს

ვხედავთ, რომ მსოფლიოში დაწყებულია სამართლიანობის პრინციპის აღდგენა და იმ საერთაშორისო მედია საშუალებებს, რომლებიცც ჩართულნი იყვნენ ამ ე.წ. მოწამლის თემაში, ამერიკის პრეზიდენტმა უკვე გასცა პასუხი