საქართველოს პრეზიდენტს, სერბეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა სამუშაო სადილზე უმასპინძლა
საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს, სერბეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ჯურო მატუციმ, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად სამუშაო სადილზე უმასპინძლა. შეხვედრაზე საქართველოსა და სერბეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობასა და ურთიერთობების გაფართოების პერსპექტივებთან დაკავშირებით ისაუბრეს.
ყურადღება გამახვილდა ხალხებს შორის არსებულ მეგობრულ და ტრადიციულ კავშირებზე, კულტურულ სიახლოვესა და საერთო ღირებულებებზე. ასევე აღინიშნა, რომ საერთო კულტურული საფუძველი და საქართველოსა და სერბეთის წინაშე მდგარი საერთო გეოპოლიტიკური გამოწვევები ურთიერთობების გაღრმავებისა და საერთაშორისო ასპარეზზე ერთმანეთის პოზიციების გაძლიერებისთვის დამატებითი სტიმულის მომცემია.
საქართველოს პრეზიდენტთან ერთად სამუშაო სადილს დელეგაციის წევრები: საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები – ირაკლი მეზურნიშვილი, ირმა ზავრადაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, საქართველოს ელჩი სერბეთის რესპუბლიკაში ლევან ბერიძე და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.




