საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს სერბეთის ვიცე პრემიერმა სინიშა მალიმ Belgrade Waterfront-ში უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს სერბეთის ვიცე-პრემიერმა სინიშა მალიმ Belgrade Waterfront-ში უმასპინძლა
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს, სერბეთის ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა სინიშა მალიმ Belgrade Waterfront-ში უმასპინძლა.
პროექტი მიხეილ ყაველაშვილმა მეუღლესთან, თამარ ბაგრატიონთან და თანმხლებ დელეგაციასთან ერთად დაათვალიერა.
Belgrade Waterfront-ი 3 მილიარდი დოლარის ღირებულების მონუმენტური ურბანული აღორძინების პროექტია, რომელიც ქმნის ახალი ქალაქის ცენტრს და ახალ საერთაშორისო დანიშნულების ადგილს. პროექტი სერბეთის მთავრობასა და კომპანია Eagle Hills Properties-ის ერთობლივი პროექტია, რომელიც ორიენტირებულია ახალი საქალაქო ჰაბების შექმნაზე.
საქართველოს დელეგაციის წევრები არიან საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები – ირაკლი მეზურნიშვილი, , გურამ მაჭარაშვილი, საქართველოს ელჩი სერბეთის რესპუბლიკაში ლევან ბერიძე და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

ასევე დაგაინტერესებთ

მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველოს ფარგლებს გარეთ 6 თვეზე მეტი ვადით მყოფი მოქალაქეები ვერ ისარგებლებენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სერვისებით, არ შეესაბამება სიმართლეს

ვხედავთ, რომ მსოფლიოში დაწყებულია სამართლიანობის პრინციპის აღდგენა და იმ საერთაშორისო მედია საშუალებებს, რომლებიცც ჩართულნი იყვნენ ამ ე.წ. მოწამლის თემაში, ამერიკის პრეზიდენტმა უკვე გასცა პასუხი