საქართველოს პრეზიდენტმა 49 პირი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა 49 პირი შეიწყალა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით 49 პირი შეიწყალა. შეწყალება შეეხო 14 არასაპატიმრო და 34 საპატიმრო სასჯელის მქონე პირს, ხოლო 1 პირს მოეხსნა ნასამართლობა.
საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს.