საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ირანის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ირანის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მაჰმუდ ადიბთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მიხეილ ყაველაშვილმა დიპლომატს მადლობა გადაუხადა დიდი ისტორიის მქონე ორ ქვეყანას შორის ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობის გამყარებისათვის, ასევე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერისათვის. პრეზიდენტმა მაჰმუდ ადიბს მომავალ დიპლომატიურ საქმიანობაში წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, ახალი ელჩის აქტიური ჩართულობით საქართველო-ირანის ურთიერთობა კვლავაც დინამიკურად განვითარდება. შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ხუნდაძე “ჯი-ემ ფარმას” წარმომადგენელს: ჯენერიკ მედიკამენტის ზოგადი პრინციპია ფასთან კონკურენციის გამო, იყოს ხელმისაწვდომი, თუმცა, ხარისხზე არ უნდა იყოს კითხვის ნიშანი – მაშინ, სად იკარგება აზრი, ბრენდული და ჯენერიკული მედიკამენტების ფასთა სხვაობასა და ხელმისაწვდომობას შორის?

ნინო წილოსანი „ჯი ემ ფარმას“ დირექტორს: რომ არა რეფერენტული ფასები, იყიდიდნენ თუ არა მოქალაქეები ძვირად იმ მედიკამენტებს, რომლებსაც ახლა ნორმალურ ფასად ყიდულობენ. რა ეთიკით მოქმედებთ, როდესაც წამლებზე ფასები აქ ევროპის ქვეყნებთან შედარებითაც კი ძვირია