საქართველოს პრეზიდენტი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მივიდა

საქართველოს პრეზიდენტი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მივიდა.
მიუნხენის მესამოცე კონფერენცია ცოტა ხნის წინ გაიხსნა. კონფერენციის გახსნისას პატივი მიაგეს რუს ოპოზიციონერს, ს, რომლის გარდაცვალების შესახებ ცნობა დღეს გავრცელდა.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, რომელიც მსოფლიოში წამყვანი ფორუმია საერთაშორისო უსაფრთხოების თემებზე სასაუბროდ, საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით გამოვა პანელზე: „უფრო ღრმა, ფართო და უნარიანი ევროკავშირი“ და მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში: ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის მზადყოფნის უზრუნველყოფა (Better Safe Than Sorry: Securing NATO’S Easters Flank Readiness).
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება და მას საქართველოს პრეზიდენტის გარდა, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი დაესწრება.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ბარამიძე – „ქართულ ოცნებას“ ხელსაც კი არ ართმევენ, არ პატიჟებენ ისეთ ფორმალურ მიღებაზეც კი, სადაც ასობით ქვეყნის დელეგაციაა, მათ შორის, ისეთი ქვეყნებისაც, რომლებიც დიდი დემოკრატიულობით ვერ გამოირჩევიან