საქართველოს პრეზიდენტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მივიდა, სტუდენტებს შეხვდა და პეტიციაზე ხელმოწერის პროცესს დააკვირდა

საქართველოს პრეზიდენტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მივიდა და სტუდენტებს შეხვდა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის შესასვლელთან დამონტაჟებულია ბანერი წარწერით: „ჩვენი ხმა ევროპას“, აქვე განთავსებულია მაგიდა ფურცლებით, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ პეტიციაზე ხელი მოეწერათ.
პრეზიდენტი სტუდენტებს ესაუბრა და პეტიციაზე ხელმოწერის პროცესსაც დააკვირდა.
ცნობისთვის, დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ის სტუდენტებს უკრძალავს მაგიდის დადგმას და განცხადებაზე ხელის მოწერას.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ პოლიტიკა სხვა საკითხია, სახელმწიფო ინტერესები კი სხვა საკითხია და ის ყველა სივრცეში თავისუფალი უნდა იყოს.
მოგვიანებით, თსუ-ს რექტორმა ჯაბა სამუშიამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში პრეზიდენტის ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ თსუ-ს კარი ყველასთვის ღიაა, თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის მხარდაჭერის თხოვნის არანაირი წერილით არ მიუმართავს.

ასევე დაგაინტერესებთ

სლოვენიაში საქართველოს ყოფილი ელჩი – ევროპაში საქართველოს დიპლომატიურ მისიებში 18-წლიანი უწყვეტი საქმიანობის შემდეგ დღეს უკვე ფორმალურად დავუბრუნე დიპლომატიური პასპორტი საგარეო საქმეთა სამინისტროს – სად მივდივართ? ევროპაში!