საქართველოს პასუხისმგებლობა მთავრდება იქ, რაც შეიძლება მაღალი სტანდარტით დაუმტკიცოს ადეიშვილის ან სხვა დამნაშავის ბრალი, არცერთ წესთან დაკავშირებით კრიტიკა არ ყოფილა ჩვენი პარტნიორებისგან, მათ შორის ცირკულარიდან რომ მოხსნეს

საქართველოს პასუხისმგებლობა მთავრდება იქ, რაც შეიძლება მაღალი სტანდარტით დაუმტკიცოს ადეიშვილის ან სხვა დამნაშავის ბრალი, არცერთ წესთან დაკავშირებით კრიტიკა არ ყოფილა ჩვენი პარტნიორებისგან, მათ შორის ცირკულარიდან რომ მოხსნეს
საქართველოს პასუხისმგებლობა მთავრდება იქ, რაც შეიძლება მაღალი სტანდარტით დაუმტკიცოს ადეიშვილის ან სხვა დამნაშავის ბრალი. ადეიშვილი, თავად რომ არ დაესიზმრებოდათ, ამ სტანდარტით არის მიცემული პასუხისგებაში, ზოგზე განაჩენი დგას, ზოგზე ბრალია, გადაცემულია ყველა წესის დაცვით, არცერთ წესთან დაკავშირებით კრიტიკა არ ყოფილა ჩვენი პარტნიორებისგან, მათ შორის ცირკულარიდან რომ მოხსნეს, არც იქ ყოფილა კონკრეტული მითითებული რომ რაიმე მტკიცებულების სტანდარტი არ იყო წესრიგში, ან რაიმე პროცედურა იყო დარღვეული – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“.
მამუკა მდინარაძემ სვამს კითხვას – როდესაც ობიექტური მითითება ვერ ხდება, რა სტანდარტი არ არის დაკმაყოფილებული, ან რა პროცედურაა დარღვეული, რატომ აძლევ თავისუფალი გადაადგილების უფლებას კრიმინალს, რომელსაც ბრალი აქვს დადასტურებული? – ამის არგუმენტი რომ არ არის და ამის გარეშე ხდება მისი გადაადგილება, საქართველოს პასუხისმგებლობის ზღვარი იქ დამთავრებულია.
ამასთან, მისი თქმით, თუ კანდიდატის სტატუსს სუბიექტურად არ ანიჭებინებენ და ამხელა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ვიღაცას ან რაღაცას, რა პრობლემაა ამის ფონზე რომ ერთი კრიმინალი ადეიშვილი ან მეორე ვიღაც კრიმინალი გადაადგილდებოდეს ევროპის ქვეყნებში.
„შევადაროთ სიმძიმის და გავლენის ხარისხი. კანდიდატის სტატუსს თუ სუბიექტურად არ ანიჭებინებენ და ამხელა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ვიღაცას ან რაღაცას, იგივე ვიღაცა ან რაღაცა როგორ უნდა დავარწმუნო მე, მამუკა მდინარაძემ, ან ხელისუფლების ნებისმიერმა წარმომადგენელმა, რომ დაიჭირე და გადმოგვეცი სასწრაფოდო. სადღაც ხომ მთავრდება პასუხისმგებლობის ზღვარი ორ სუბიექტს შორის, ქვეყნები იქნებიან, პარტნიორები თუ ვინც არ უნდა იყოს, ერთი პასუხისმგებლობის ზღვარი, ორივეზე რომ არის დამოკიდებული რაღაც მოქმედების შედეგი და ფინალი? საქართველოს პასუხისმგებლობა მთავრდება იქ, რომ რაც შეიძლება მაღალი სტანდარტით დაუმტკიცოს ადეიშვილის ან სხვა დამნაშავის ბრალი. ადეიშვილი, თავად რომ არ დაესიზმრებოდათ, ამ სტანდარტით მიცემულია პასუხისგებაში, ზოგზე განაჩენი დგას, ზოგზე ბრალია, გადაცემულია ყველა წესის დაცვით, არცერთ წესთან დაკავშირებით კრიტიკა არ ყოფილა ჩვენი პარტნიორებისგან, მათ შორის ცირკულარიდან რომ მოხსნეს, არც იქ ყოფილა კონკრეტული მითითებული რომ რაიმე მტკიცებულების სტანდარტი არ იყო წესრიგში, ან რაიმე პროცედურა იყო დარღვეული. ანუ, მოხსნის საფუძველი შეიძლება იყოს, რომ მტკიცებულების სტანდარტი არ არის საკმარისი, ან პროცედურაა დარღვეული. თუ გნებავთ დამაბრალეთ შეთქმულების თეორიაში ვარ შესული, მაგრამ როდესაც ობიექტური მითითება ვერ ხდება, რა სტანდარტი არ არის დაკმაყოფილებული, ან რა პროცედურაა დარღვეული, რატომ ხსნი, რატომ აძლევ თავისუფალი გადაადგილების უფლებას კრიმინალს, რომელსაც ბრალი აქვს დადასტურებული, ამის არგუმენტი რომ არ არის და ამის გარეშე ხდება მისი გადაადგილება, საქართველოს პასუხისმგებლობის ზღვარი იქ დამთავრებულია“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
Previous: როინ შავაძის საქმე გადაიგზავნა პროკურატურაში, რადგან საქმეში გამოიკვეთნენ -ს თანამშრომლები. მას შემდეგ ამ საქმესთან წვდომა ან შეხება არ მქონია და ვერც მექნებოდა

ასევე დაგაინტერესებთ

თუ „გამჭვირვალობის კანონი“ პოლიტიკურ ურთიერთობაში არამართლზომიერი ჩარევის და დაჩრდილული ველების ადგილს არ დატოვებს, ეს კიდევ უფრო გაზრდის პარტნიორობის, ნდობის და თანამშრომლობის ხარისხს საქართველოსა და აშშ-ს შორის

“ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ქვეყანა გადაგვირჩინა, უნდა დასანქცირდეს და სააკაშვილი, ვინც იყო მთავარი დამანგრეველი, უნდა გამოვუშვათ და დავაბრუნოთ ხელისუფლებაში?” – ღარიბაშვილის სკანდალური განცხადება