საქართველოს პარლამენტში დღესაც „უსაფრთხოების ყვითელი დონეა“

საქართველოს პარლამენტში არც დღეს, 18 აპრილს შეუშვებენ ონლაინმედიის ჟურნალისტებს და მათ, ვინც არ არის მიწვეული „შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ“.
„საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის” შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის, ს მიერ 2023 წლის სექტემბერში გამოცემული ბრძანების საფუძველზე, 18 აპრილს ისევ „უსაფრთხოების ყვითელი დონე“ მოქმედებს.
ეს ნიშნავს, რომ „ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა“ და „დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები“.
შეზღუდვა, რომლის მიზნად გამოცხადებულია „საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა“, არ ეხება ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებულ ჟურნალისტებს.

„უსაფრთხოების ყვითელი დონე“ 15 აპრილიდან მოქმედებს, მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა დაიწყო „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული და მასობრივი პროტესტის გამომწვევი „აგენტების კანონის“ განხილვა(კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ).
იმის გამო, რომ საქართველოს პარლამენტში მიმდინარე მოვლენების უშუალოდ ადგილიდან გაშუქების უფლება მხოლოდ ტელემაუწყებლებს მისცეს, მუშაობა შეეზღუდა მედიასაშუალებების დიდ ნაწილს, მათ შორის რადიო თავისუფლებას.
16 აპრილს, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ონლაინგამოცემების ჟურნალისტები აკრედიტაციას „ბოროტად იყენებდნენ“ და პარლამენტში შედიოდნენ არა პროფესიული მოვალეობის შესასრულებლად, არამედ „პროტესტის გამოსახატად”.
დაწერეთ კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში, 1-ელი იანვრიდან აპრილის თვის ჩათვლით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 300 განაცხადი დაფიქსირდა – განაცხადების 68% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხება