საქართველოს პარლამენტს გაეგზავნება პეტიცია პუტინის არალეგიტიმურად აღიარებაზე

რუსი ოპოზიციურად განწყობილი პირებისა და ორგანიზაციების მიერ შედგენილი პეტიცია, რომელიც მსოფლიოს ლიდერებსა და ქვეყნებს სთხოვს, ს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ აღიარონ, საქართველოს პარლამენტშიც გაიგზავნება, უთხრეს „ნეტგაზეთს“ პეტიციის ავტორებმა.
პეტიციაში აღნიშნულია, რომ სამართლებრივად, არაერთი მიზეზი არსებობს პუტინის არალეგიტიმურად ცნობისთვის – არჩევნების სრული კონტროლი მისი რეჟიმის მიერ, ოპოზიციის დევნა, მედიის თავისუფლების შეზღუდვა და სხვა. ასევე, პეტიციის ავტორები მოუწოდებენ მსოფლიოს ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, უარი თქვან ს ხელისუფლებასთან კონტაქტზე, ჰუმანიტარული საკითხების გარდა.
„ასეთი ნაბიჯები გახდება ში ომის დასრულების მიზნით პუტინის რეჟიმზე ზეწოლის ძლიერი ბერკეტი და ასევე, საშუალებას გააჩენს, იგი საერთაშორისო სამართლის ფარგლებში, პასუხისგებაში მიეცეს ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისთვის“, – ვკითხულობთ პეტიციაში.
სტატიის გამოქვეყნების მომენტში, პეტიციას 100-ზე მეტი საჯარო ფიგურა აწერს ხელს, მათ შორის ეკონომისტი სერგეი გურიევი, პუბლიცისტი ანდრეი პიონტკოვსკი, ბიზნესმენი მიხეილ ხოდორკოვსკი და სხვები. პუტინის არალეგიტიმურად ცნობის თხოვნით ევროკავშირს დღეს ციხეში დაღუპული ოპოზიციონერის, ს ცოლმა, იულია ნავალნაიამაც მიმართა.
საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთში 17 მარტს ჩატარდება. კანდიდატი მხოლოდ ოთხი იქნება – პუტინის გარდა არჩევნებამდე დაუშვეს მხოლოდ სამი საპარლამენტო, ე.წ. სისტემური, ანუ კონტროლირებადი ოპოზიციის წარმომადგენელი. ერთ-ერთი მათგანი იმასაც კი ვერ (არ) ამბობს, რითი სჯობია მოქმედ პრეზიდენტს.