საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ფინეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

ფინეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი, მარიამ ლაშხის ხელმძღვანელობით და წევრების, გრეტა წიწავას და ნიკოლოზ მაჭუტაძის შემადგენლობით, ფინეთში სამუშაო შეხვედრებს მართავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა ფინეთის პარლამენტის თავმჯდომარე იუსი ჰალა-აჰოსთან.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ფინეთის პარლამენტის თავმჯდომარემ მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ძალისხმევისადმი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მათ შორის, კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად. იუსი ჰალა-აჰომ ხაზი გაუსვა ფინეთის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.
„შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს საპარლამენტო დიპლომატიისა და პარლამენტებს შორის შემდგომი ურთიერთობების გაღრმავებაზე. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციამ შეხვედრები ასევე გამართა საგარეო საქმეთა, თავდაცვის, განათლებისა და კულტურის კომიტეტებთან, ასევე საქართველო- ფინეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებთან“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ბაჩიაშვილი – თავზე დამჭირდა 3 ნაკერის დადება, ქვედა ყბაზე მომტყდა კბილი, აღმენიშნებოდა სისხლნაჟღენთები ყელის, კუდუსუნის და ზურგის მიდამოებში, მქონდა თავის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება, ყურებში შუილი – სტაციონარში დარჩენაზე უარი მითხრეს

ურსულა ფონ დერ ლაიენი ნიკოლ ფაშინიანს – სომხეთ-ევროპის ურთიერთობები ასეთი მჭიდრო არასდროს ყოფილა – თქვენს მშვენიერ ქვეყანას შეუძლია და შეასრულებს კიდეც მნიშვნელოვან როლს ევროპის მომავალში