საქართველოს პარლამენტი ხმას არ იღებს უკრაინის მხარდასაჭერად –

საპარლამენტო ოპოზიციის წევრის, ს შეფასებით, მიმდინარე კვირას პარლამენტს საქართველოსა და უკრაინის მხარდასაჭერად მრავალპარტიული მხარდაჭერის გამოხატვა შეეძლო და ეს არ გააკეთა.
„დღეს, როდესაც გადარჩენისთვის იბრძვის, საკუთარი და ჩვენი გადარჩენისთვის, გასაოცარია, რომ საქართველოს პარლამენტი ხმას არ იღებს უკრაინის მხარდასაჭერად. სთან მოლაპარაკებებიც უნდა გახსნას ევროკავშირმა, ევროპამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სამხედრო და ფინანსური დახმარებაც უნდა გამოუყოს და ამის ნაცვლად გვესაუბრებით იმაზე, რომ პუტინის მოკავშირე ორბანი უკრაინას ბლოკავს, მაგრამ ჩვენ არაო და ამაზე საუბრობთ ნიშნისმოგებით. ძალიან ხშირად გწყინთ, როდესაც ვამბობთ, რომ ს ინტერესებს ემსახურებით და არა – ქართველი ხალხისას. სამწუხაროდ, მიმდინარე კვირას ამ პარლამენტს შესაძლებლობა ეძლეოდა, ეჩვენებინა მრავალპარტიული, ერთსულოვანი მხარდაჭერა ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვისაც, უკრაინისთვისაც და ჩვენი მოქალაქეების დაცვის უზრუნველყოფისთვისაც, მაგრამ, ამის ნაცვლად, ზიზღისა და ტყუილების კამპანიას აგრძელებთ“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გვახსოვს, საქართველოსთან მიმართებაში „დიფ სთეითი“ ვენეციის კომისიას იყენებდა თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის და როდესაც ვაგზავნიდით კანონპროექტს, სამართლებრივი, ტექნიკური შენიშვნების ნაცვლად ვიღებდით პოლიტიკურ დასკვნებს

ვერ აანალიზებენ, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები უკვე ძალიან კარგად არჩევენ რეალობას ზღაპრებისგან და ამით ისინი კიდევ უფრო იზიანებენ უკვე დაზიანებულ რეპუტაციას ჩვენი მოქალაქეების თვალში

საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განუცხადა როგორც ქართულ საზოგადოებას, ისე ევრობიუროკრატიას, რომ ჩვენს ქვეყანაში მოსამართლეები უცხოელების მიერ არ დაინიშნებოდნენ, რა მოტივებითაც არ უნდა ყოფილიყო ეს შეფუთული