საქართველოს პარლამენტი აშშ-ს წარმომადგენლობითი პალატის მიერ მხარდაჭერილი „MEGOBARI აქტის“ საპასუხოდ სპეციალურ განცხადებას მიიღებს

საქართველოს პარლამენტი -ს წარმომადგენლობითი პალატის მიერ მხარდაჭერილი „MEGOBARI აქტის“ საპასუხოდ სპეციალურ განცხადებას მიიღებს.
განცხადების პროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია. ინიციატორია პარლამენტის თავმჯდომარე, ფრაქციის “ქართული ოცნებისა“ და ასევე, პარლამენტში არსებული პოლიტიკური ჯგუფების ხელმძღვანელები.
განცხადების პროექტი განსახილველად საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს გადაეცა. მისი განხილვა კი სესიაზე ხვალ შედგება.
პარლამენტის განცხადებაზე მომხსენებელი იქნება, რომლის თქმით, საქართველოს პარლამენტი აშშ-ს წარმომადგენლობითი პალატის მიერ მიღებულ „MEGOBARI აქტზე“ საკუთარ პოზიციას აუცილებლად დააფიქსირებს.
„დღეს საზოგადოებამ აშშ-ს პრეზიდენტის მიმართ პრემიერ-მინისტრის წერილი ნახა, რომელიც მათ შორის „MEGOBARI აქტს“ ეხება. ამავე დროს პარლამენტში ფრაქციის და პოლიტიკური ჯგუფების მონაწილეობით პარლამენტის განცხადება მომზადდა, რომელიც ამ ე,წ. მეგობარ აქტს ეხება. განცხადებაში მოცემულია ჩვენი შეფასებები და პასუხი ამ აქტთან დაკავშირებით.
ე.წ. მეგობარ აქტს სახელი თავადაც შეუცვალეს. რაც ჩვენ იქ ამოვიკითხეთ ყველაფერი იყო, გარდა მეგობრობისა. ის დაფუძნებულია არა მხოლოდ მცდარ ფაქტებზე, არამედ თავისი არსით არის იმ რეალობის ამოყირავება, რაც საქართველოში არის.
ჩვენი მიზანია არგუმენტებზე და მყარ ფაქტებზე დაყრდნობით ყველას ვაჩვენოთ თუ რა არის რეალობა და ჩვენი შეფასება გავაკეთოთ. რაც ჩვენ აშშ-ს წარმომადგენლობით პალატაში მიღებული “მეგობარი აქტის“ სახით ვნახეთ, ეს მეგობრობის ყოველგვარ გაგებას ეწინააღმდეგება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ანა წითლიძე – თუ გინდა, რეჟიმს მოუგო, შენი თამაშის წესებით უნდა ეთამაშო – ოპოზიცია კამპანიას უნდა ვაწარმოებდეთ, რომ არჩევნებზე ოპოზიციური ამომრჩეველი არ მივიდეს, „ოცნებას“ ისე უნდა გაუჭირდეს ამომრჩევლის მიყვანა, რომ ავტობუსებით დაორგანიზება დასჭირდეს