საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს შეხვდა

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაცია გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით ასამბლეის გენიალურ მდივანს რუქსანდრა პოპას და მის მოადგილეს ჰენრიკ ბლიდალს შეხვედრა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაში მონაწილეობდნენ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრები ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარიამ ლაშხი.
„შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის აქტიური ჩართულობა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.
საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრებმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ასამბლეის გენერალურ მდივანს იმ პროგრესზე და გამოწვევებზე, რაც საქართველოს წინაშეა.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ასამბლეის აქტივობებში დელეგაციის ჩართულობის უფრო გაღრმავების შესაძლებლობებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ