საქართველოს ნაკრებს განსაკუთრებული სტუმარი ეწვია

საქართველოს ნაკრებს გერმანიაში სტუმარი ეწვია, ამის შესახებ სფფ-ის პრესსამსახური იტყობინება:
“დღევანდელი ვარჯიშის დაწყებამდე განსაკუთრებული სტუმარი გვეწვია. შადიმან ხარშილაძემ 12 დღეში 4000 კილომეტრი მოპედით გაიარა, ნაკრებს კი ჩვენი ეროვნული დროშა ჩამოუტანა, რომელზეც გულშემატკივრების გზავნილები იყო დატანილი.
გუნდის კაპიტანმა შადიმანს სამახსოვროდ ეროვნული ნაკრების ხელმოწერებიანი მაისურით გადასცა”.