საქართველოს ნაკრებმა ოქტომბრის მატჩებისთვის შეკრება ალიკანტეში დაიწყო

საქართველოს ეროვნული ნაკრები ესპანეთის ქალაქ ალიკანტეში შეიკრიბა და მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადება დაიწყო. გუნდი პირველ ვარჯიშს 7 ოქტომბერს ჩაატარებს.
11 ოქტომბერს ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი ესპანეთს ელჩეში დაუპირისპირდება, ხოლო 14 ოქტომბერს თურქეთს ქალაქ იზმითში შეხვდება.
მოახლოებული მატჩებისთვის სანიოლმა 25 ფეხბურთელი გამოიძახა. ყვითელი ბარათების გამო ლუკა ლოჩოშვილი ესპანეთთან ვერ ითამაშებს, თუმცა თურქეთთან გუნდის დახმარებას შეძლებს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი („ლივერპული“, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი („პაოკი“, საბერძნეთი), დავით კერესელიძე („დილა“, გორი)
მცველები: გურამ კაშია („სლოვანი“, ), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, პოლონეთი), ლაშა დვალი („ცსკა 1948 სოფია“, ბულგარეთი), ირაკლი აზაროვი („შახტარი“, ), ლუკა ლოჩოშვილი („ნიურნბერგი“, გერმანია), გიორგი გოჩოლეიშვილი („ჰამბურგი“, გერმანია), საბა გოგლიჩიძე („უდინეზე“, იტალია), ივა გელაშვილი („პანსერაიკოსი“, საბერძნეთი)
ნახევარმცველები: ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი („სპორტინგი“, პორტუგალია), ანზორ მექვაბიშვილი („კრაიოვა“, რუმინეთი), ნიკა გაგნიძე („კოლოსი“, უკრაინა), ლადო მამუჩაშვილი („ტორპედო“, ქუთაისი), ნოდარ ლომინაძე („ეშტორილი“, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი („მეცი“, საფრანგეთი), ზურიკო დავითაშვილი („სენტ-ეტიენი“, საფრანგეთი), საბა ლობჟანიძე („ატლანტა იუნაიტედი“, )
თავდამსხმელები: („პსჟ“, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე („ჰაიდენჰაიმი“, გერმანია), გიორგი კვერნაძე („ფროზინონე“, იტალია), გიორგი გულიაშვილი („სარაევო“, ბოსნია-ჰერცეგოვინა), გიორგი მიქაუტაძე („ვილიარეალი“, ესპანეთი)
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი:
11 ოქტომბერი, ელჩე | ესპანეთი – საქართველო | 22:45 საათი
14 ოქტომბერი, იზმითი | თურქეთი – საქართველო | 22:45 საათი