საქართველოს ნაკრები წყალბურთის ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას იწყებს

საქართველოს ნაკრები წყალბურთის ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას იწყებს. კონტინენტის პირველობა 4 იანვარს დაიწყება და 16 იანვრამდე გაგრძელდება. ტურნირი ხორვატიაში ჩატარდება.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეექვსედ იასპარეზებს. გუნდი B ჯგუფში უნგრეთთან, იტალიასთან და საბერძნეთთან ერთად იასპარეზებს, პირველ თამაშს კი ხვალ – იტალიასთან გამართავს.
შეგახსენებთ, რომ ქართველ წყალბურთელებს ევრო პირველობაზე დებიუტი 2014 წელს ჰქონდათ.

ასევე დაგაინტერესებთ

დიდუბის რაიონის გამგეობა თევდორე მღვდლის ქუჩის N4-ის ეზოში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამის ფარგლებში, წყლისა და წყალარინების ქსელის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს