საქართველოს ნაკრები ლატვიასთან 28 ქულით დამარცხდა [VIDEO]

ოლიმპიადის შესარჩევი ტურნირის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები, რომელსაც მცირე დისკომფორტის გამო შენგელია ვერ დაეხმარა, რიგაში ლატვიასთან 55:83 დამარცხდა.
ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ჯიკიჩმა პარკეტზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: ანდრონიკაშვილი, კორსანტია, ტომასონი, ბითაძე, მამუკელაშვილი. პირველი მეოთხედი მასპინძლებმა 17:13 მოიგეს, შემდეგ უპირატესობა გაზარდეს და პირველი ტაიმი 45:24 დასრულდა.
დიდი შესვენების შემდეგ მერე საქართველოს ნაკრები შედარებით უკეთ თამაშობდა, სხვაობა 13 ქულამდე შეამცირა, თუმცა მესამე პერიოდის წინ ტაბლოზე 58:41 დაფიქსირდა, დასკვნითი მეოთხედში კი ლატვიელები დომინირებდნენ და საბოლოოდ დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს.
მომდევნო შეხვედრას ჩვენი გუნდი 4 ივლისს ფილიპინებთან ჩაატარებს და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად აუცილებლად გამარჯვება სჭირდება.
არ მინდოდა მეთქვა მაგრამ მომავალი თაობა დაბლოკეს შენგელიამბმა სანაძეებმა შერმადინებმა ბურჯანაძეებმა და სხვებმა….სკამი გვყავს ნული და საერთოდ ახალი სახეებით შორს ვერ გავალთ…საქართველოში ძაან დაბალი არის ცოდნა სპორტსმენი როგორ გაზარდო….სპორტსმენში ფულს ხედავენ და იმათაც არასწორად ზრდიან…ძაან დაბალი დონეა ძალიან…