საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობა სექტემბერში უეფას ერთა ლიგის ფარგლებში დაგეგმილი მატჩებისთვის ცნობილია.
ვილი სანიოლიმ ერთა ლიგის საწყისი ორი ტურისთვის 23 ფეხბურთელი გამოიძახა, რომელთა შორის ორი დებიუტანტია — უკრაინული ჩერკასის წევრი, პოზიციით ნახევარმცველი შოთა ნონიკაშვილი და ყაზახური კაირათის მცველი ლუკა გადრანი.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება:
მეკარე:
· გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი),
· გიორგი ლორია (ომონია არადიპუ, კვიპროსი),
· ლუკა გუგეშაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი).
დაცვა:
· გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი),
· ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი),
· გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი),
· ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი),
· ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია),
· გიორგი გოჩოლეიშვილი (კოპენჰაგენი, დანია),
· ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა),
· ლუკა გადრანი (კაირათი, ყაზახეთი),
· ჯიმი ტაბიძე (დინამო მახაჩყალა, რუსეთი)
ნახევარდაცვა/თავდასხმა:
· გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი),
· ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია),
· გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი),
· სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია),
· შოთა ნონიკაშვილი (ჩერკასი, უკრაინა),
· გიორგი წიტაიშვილი (გრანადა, ესპანეთი),
· საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ),
· გიორგი მიქაუტაძე (ლიონის ოლიმპიკი, საფრანგეთი),
· ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია),
· ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია),
· ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი)
ქართველი ფეხბურთელები მატჩებისთვის მოსამზადებელ ეტაპს თბილისში 2 სექტემბერს იწყებენ. საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის B1 ჯგუფში თამაშის უფლება, C ლიგაში გამარჯვების შემდეგ მოიპოვა.
უეფას ერთა ლიგის აღნიშნულ ციკლში ნაჩვენები შედეგი მნიშნველოვანია მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის შანსის მოპოვების თვალსაზირისითაც.
დეტალურად ამის შესახებ წაიკითხეთ: რა შემთხვევაში მოხვდება საქართველო 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
რაც შეეხება დაგეგმილ შეხვედრებს, მატჩების განრიგი ასე გმაოიყურება:
7 სექტემბერი: საქართველო – ჩეხეთი
10 სექტემბერი: ალბანეთი – საქართველო
11 ოქტომბერი: უკრაინა – საქართველო
14 ოქტომბერი: საქართველო – ალბანეთი
16 ნოემბერი: საქართველო – უკრაინა
19 ნოემბერი: ჩეხეთი – საქართველო