კიევის „დინამოსა“ და უკრაინის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, ვიქტორ ლეონენკომ (ახლა საფეხბურთო ექსპერტია), ერთა ლიგის ბოლო ორ მატჩში უკრაინის ნაკრების გამოსვლა შეაფასა და განაცხადა, რომ საქართველოსთან შემთხვევით მოიგეს (1:0) – ამის შესახებ მან უკრაინის ნაკრების ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუსში ისაუბრა.
„საქართველოს ნაკრებთან მატჩში მხოლოდ ნახევარმომენტი შევქმენით და ამის ხარჯზე გავიმარჯვეთ. ქართველებისთვის შემთხვევით რომ არ მოგვეგო, ოქტომბრის მატჩების შემდეგ ჩვენი მდგომარეობა ბევრად უფრო რთული იქნებოდა.
შანსი ჯერ არ დაგვიკარგავს და კიდევ შეგვიძლია ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავოთ. ფეხბურთი არაპროგნოზირებადია, თუმცა უკრაინის ნაკრების თამაშია იოლად ამოსაცნობი.
ჩემი აზრით, ახლა ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სუსტი ნაკრები გვყავს, მაგრამ ჩვენ პირიქით ვამბობთ, რომ ეს უძლიერესი გუნდია, რაც სასაცილოა. ნებისმიერ შემთხვევაში, წარმატებებს ვუსურვებ უკრაინის ნაკრებს. მინდა, რომ მაღალ დონეზე ითამაშონ და შედეგი ჰქონდეთ“, – განაცხადა კიევის „დინამოსა“ და უკრაინის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა.