საქართველოს ნაკრებთან დამარცხების გამო სომხეთში აღშფოთებული არიან

საქართველოს ნაკრებთან ერთა ლიგის პლეი-ოფში დამარცხებამ, სომხეთში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. პირველი მატჩისას ერევანში გულშემატკივრები ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობის გადაყენებას მოითხოვდნენ, თბილისში ნამატჩევს კი ეროვნული გუნდის ყოფილმა ფეხბურთელმა არას ოზბილისმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა:
„ერთი წლისა და სამი თვის წინ ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე კანდიდატურა წამოვაყენე, თუმცა ვიცოდი, გამარჯვების შანსი არ მქონდა. კარგა ხანი გაჩუმებული ვიყავი, მაგრამ დუმილი აღარ შემიძლია, რადგან სომხურ ფეხბურთს ანგრევთ.
მაშინ თქვენ ამბობდით: „ოზბილისს მართველობის გამოცდილება არ აქვს“. სწორედ ამ საკითხში განიცადეთ სრული მარცხი და ყოველ ჯერზე უფრო მეტად
მარცხდებით. ფეხბურთის ცოდნა არ გყოფნით – ეს ცხადია. რაც უარესია, მართველობაში თქვენი არაკომპეტენტურობაა: ადმინისტრირებაში, მარკეტინგსა და იურიდიულ საკითხებში. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ხალხმა რწმენა დაკარგა.
ფეხბურთში შეიძლება როგორც გაიმარჯვო, ასევე დამარცხდე, მაგრამ ამჟამინდელი სიტუაცია თქვენი მუშაობის პირდაპირი შედეგია. გარდაქმნების დრო მოვიდა“.
ოზბილისს ნაკრებში 41 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი. ის ახლა კლუბ „ურარტუს“ სტრუქტურაში მუშაობს.
თბილისში მატჩის შემდეგ, სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა არმენ მელიბეკიანმა გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა და ვითარების სასწრაფოდ გამოსწორებას დაჰპირდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში